ავტორი:

რა ხდება ესპანეთში მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიგრანტთა ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო: რიგები საკონსულოებთან, მასკის კრიტიკა და პრემიერ სანჩესის პასუხი: "მარსი მოიცდის, კაცობრიობა - არა"

რა ხდება ესპანეთში მას შემდეგ, რაც მთავრობამ მიგრანტთა ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო: რიგები საკონსულოებთან, მასკის კრიტიკა და პრემიერ სანჩესის პასუხი: "მარსი მოიცდის, კაცობრიობა - არა"

მას შემდეგ რაც ესპანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ დაახლოებით 500 000 არალეგალ უცხოელს კანონიერ სტატუსს მიანიჭებს, დღეს ბარსელონასა და სხვა ქალაქებში სხვადასხვა ქვეყნის საკონსულოებთან უამრავი ადამიანი ჩადგა რიგში, ასობით ადამიანი ელოდება თუ როდის მოახერხებს ნასამართლობის შესახებ დამადასტურებელი ცნობის აღებას, რომელიც მიგრანტთა ლეგალიზაციის პროგრამისთვის აუცილებელი დოკუმენტს წარმოადგენს.

აღნიშნული მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პრემიერ - მინისტრ პედრო სანჩესის მემარცხენე მთავრობამ ნახევარი მილიონი არალეგალი იმიგრანტის მიღების შესახებ ახალი გეგმა დაამტკიცა - მათ ერთ წლამდე ლეგალური ბინადრობის უფლება და მუშაობის ნებართვა მიენიჭებათ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯმა მემარჯვენე ფლანგზე მძაფრი აღშფოთება გამოიწვია, პარტია Vox-ის ლიდერმა სანტიაგო აბასკალმა სანჩესი “ესპანელების სიძულვილსა“ და “ინვაზიის დაჩქარებაში“ დაადანაშაულა.

ონლაინ დაპირისპირება ილონ მასკსა და სანჩესს შორისაც დაიწყო, მილიარდერი კრიტიკოსებს შეუერთდა და მალაიზიელი მემარჯვენე ბლოგერის , იან მაილზ ჩონგის ის პოსტი გააზიარა რომელშიც ეწერა "ესპანეთმა ახლახან 500 000 არალეგალი უცხოელი დააკანონა, რათა “ულტრამემარჯვენეები დაამარცხოს “ ლოგიკა მარტივია: დააკანონე ნახევარი მილიონი ადამიანი, დაჩქარებული წესით მიანიჭე მათ მოქალაქეობა (რასაც ბევრისთვის მხოლოდ ორი წელი სჭირდება) და ფაქტობრივად შემოიტანე ქვეყანაში, უზარმაზარი, მემარცხენე ძალებისადმი ერთგული და მადლიერი საარჩევნო ბლოკი".

სანჩესმა მასკს პასუხი ხუთშაბათს X-ზე დაწერილი პოსტით დაუბრუნა "მარსს შეუძლია მოიცადოს. კაცობრიობას - არა", - დაწერა ესპანეთის პრემიერმა.

ესპანეთის ახალი ინიციატივის მიხედვით, ლეგალიზაცია ხელმისაწვდომი იმ უცხოელებისთვის იქნება, რომლებსაც ნასამართლობა არ გააჩნიათ და შეძლებენ დაამტკიცონ, რომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე მინიმუმ ხუთი თვე ქვეყანაში ცხოვრობდნენ.

სანჩესი ამტკიცებს, რომ იმიგრანტები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ: შარშან ესპანეთის ეკონომიკურმა ზრდამ 2.8 პროცენტი შეადგინა, რაც ევროზონის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. სანჩესის თქმით, მოსახლეობის დაბერებისა და დაბალი შობადობის პირობებში, იმიგრანტები ქვეყანას სამუშაო ძალის შენარჩუნებასა და საპენსიო სისტემის მხარდაჭერაში ეხმარებიან.

წაიკითხეთ ასევე:

წყარო