ავტორი:

3 საკითხი, რაზეც უკრაინა და რუსეთი ვერ თანხმდებიან - "შეთანხმება თითქმის მზადაა, თუმცა..."

3 საკითხი, რაზეც უკრაინა და რუსეთი ვერ თანხმდებიან - "შეთანხმება თითქმის მზადაა, თუმცა..."

გასულ ორშაბათს , ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რომ, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სადაც ამერიკელები და რუსები მიიღებენ მონაწილეობას შესაძლოა უკვე კვირას გაიმართოს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი მზად არის პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, თუმცა ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება "ყველაზე მგრძნობიარე საკითხები".

გასულ შაბათ-კვირას, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული მოლაპარაკებების წინ, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხდა , რომ რუსეთ-უკრაინის უთანხმოებები ერთ, “გადაწყვეტად“ საკითხამდე დაიყვანეს. დავოსში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმება “საკმაოდ ახლოს არის“.

  • და მაინც, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვი და კიევი ძირითადად სამი საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, ესენია: რუსეთის მოთხოვნა უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიები და ის, უნდა შეწყდეს თუ არა საბრძოლო მოქმედებები შეთანხმების მიღწევამდე თუ მის შემდეგ.

ტერიტორია

უიტკოფის მიერ მოხსენიებული "დარჩენილი საკითხი", სავარაუდოდ, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონბასის რეგიონის მომავალ სტატუსს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს რეალურად აღარ შეუძლია უახლოეს მომავალში მთელი უკრაინის დაპყრობა, მისი პრეზიდენტი მაინც ისწრაფვის, უკვე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან ერთად დამატებით სულ მცირე მთელი დონბასი მიიღოს.

მოსკოვმა მოლაპარაკებებზე ე.წ. “ანკორიჯის ფორმულა“ წამოაყენა, რომლის მიხედვით, უკრაინა მთელი დონბასს, მათ შორის იმ ტერიტორიებსაც თმობს, რომელთა დაპყრობაც რუსეთმა ამ დრომდე ვერ შეძლო. კრემლის თქმით, სწორედ ამაზე შეთანხმდნენ პუტინი და ტრამპი გასულ წელს ალასკაზე შეხვედრისას.

თავის მხრივ კიევისთვის ტერიტორიის დათმობა როგორც უკანონო, ისე უკიდურესად არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს სცენარი, რომლის მიხედვითაც ამ ტერიტორიის დემილიტარიზება და შემდგომში “თავისუფალ ეკონომიკურ ზონად“ გამოცხადდება მოხდება, თუმცა ოფიციალურად ის კვლავ უკრაინის შემადგენლობაში დარჩება. ამას მოსკოვი მკვეთრად ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა არსებობს კიდევ ერთი უთანხმოება, რაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეხება. ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგური რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს. ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ზელენსკი მოითხოვს, რომ სადგური ერთობლივად უკრაინამ და აშშ-მ მართონ, ხოლო მოსკოვი ნებისმიერ შეთანხმებაში ითხოვს მონაწილეობას და სადგურის ვაშინგტონთან, ან შესაძლოა კიევთან ერთობლივ მართვას სთავაზობს.

უსაფრთხოება

შემდეგ პუნქტი ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხს ეხება ანუ სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის დაპირებულ მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ ეცდება სრულმასშტაბიანი აგრესიის განხორციელებას.

ამ თვეში ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინაში ჯარებს განათავსებენ. უიტკოფის შეფასებით ეს გეგმა “იმაზე ძლიერია, რაც კი ოდესმე უნახავთ“, თუმცა არ დაუზუსტებია ის საკითხი, რამდენად შორს წავა თავად აშშ უკრაინის დასაცავად.

აშშ - ის მიერ შემოთავაზებული ე.წ. 20-პუნქტიანი გეგმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლისთვის ითვალისწინებს. ევროკავშირის წევრობა მოიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც გარე აგრესიის შემთხვევაში ქვეყნები ერთმანეთს ეხმარებიან. ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუმცა თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა.

მოსკოვი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ უკრაინაში ნატოს ქვეყნების ჯარების ყოფნა მისთვის მიუღებელია და ამის ნაცვლად, საკუთარ “უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს.

კრემლის განცხადებით, რუსეთი თავს უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სამუდამოდ მოიხსნება, უკრაინის არმიის რაოდენობა 600,000-მდე შემცირდება (ამჟამად დაახლოებით 800,000-ია) და მოსკოვს ფაქტობრივი ვეტო უფლება მიენიჭება უკრაინის თავდაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომავალ გადაწყვეტილებაზე.

ცეცხლის შეწყვეტა

კიევს სურს დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები. მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ ბრძოლაში პაუზას მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ განიხილავს.

საბოლოო შეთანხმებამდე, "რუსეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების შესრულებას"“ — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ.

რუსული რაკეტები ყოველდღიურად ბომბავენ უკრაინას, ანადგურებენ ელექტროენერგიის ქსელს და ასობით ათას ადამიანს სიბნელესა და ზამთრის ყინვაში ტოვებენ. ოთხშაბათს ზელენსკიმ მოსკოვი “ტერორიზმში“ მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც რუსულმა დრონმა სამგზავრო მატარებელზე მიიტანა იერიში, რის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

  • ძირითადი განსხვავებები

საბოლოოდ ისე ჩანს, რომ ორივე, რუსული და უკრაინული მხარე ცდილობს დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ თანამშრომლობის სურვილი ამოძრავებთ.

თუმცა ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ ერთ კრიტიკულ განსხვავებას, მაშინ როდესაც უკრაინა კომპრომისისთვის მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენს, რუსეთი მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს პროცესში და ამავე დროს თავდაპირველ მიზანს — უკრაინის დამორჩილებას — არ თმობს.

"პუტინი ამ ომით და უკრაინის გატეხვის გადაუდებელი საჭიროებით შეპყრობილი გახდა" — ამბობს ტატიანა სტანოვაია, რუსეთზე სპეციალიზებული საკონსულტაციო კომპანიის R.Politik-ის დამფუძნებელი.

მთლად ნათელი არ არის უკრაინის პოზიციაც, დიდ კითხვას იწვევს შეძლებს თუ არა ზელენსკი დონბასის დათმობის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანოს. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე წამოაყენა იდეა ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების, ან თუნდაც ეროვნული არჩევნების დანიშვნის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: