ავტორი:

აშშ და რუსეთი ბირთვული შეიარაღების ახალი რბოლის ზღვარზე იმყოფებიან - რას სთავაზობს პუტინი ამერიკას და რა რჩევას აძლევენ ექსპერტები ტრამპს?

აშშ და რუსეთი ბირთვული შეიარაღების ახალი რბოლის ზღვარზე იმყოფებიან - რას სთავაზობს პუტინი ამერიკას და რა რჩევას აძლევენ ექსპერტები ტრამპს?

პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შესაძლოა კვლავ განაახლონ ის რბოლა, რაც შეუზღუდავი რაოდენობით ბირთვული შეიარაღების წარმოებას გამოიწვევს.

ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც New START-ის სახელწოდებითაა ცნობილი და შორ მანძილზე მოქმედ ბირთვულ არსენალებზე შეზღუდვებს ითვალისწინებდა, ვადა 5 თებერვალს ეწურება. მას ხელი 1972 წელს, აშშ-ის პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და საბჭოთა კავშირის ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევის მიერ მოეწერა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვით, მხარეები კიდევ ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ არსებული რაკეტებისა და ბირთვული ქობინების ლიმიტებს, იმ მიზნით, რათა დრო მოიგონ შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, აღნიშულ შეთავაზებაზე პასუხი ოფიციალურად ჯერ არ გაუცია.

ტრამპმა ამ თვეში განაცხადა: “თუ ხელშეკრულება ამოიწურება, დაე, ამოიწუროს“ და დასძინა, რომ ის უკეთესი შეთანხმებით უნდა ჩანაცვლდეს.

ტრამპი აცხადებს, რომ სურს რუსეთთან და ჩინეთთან ერთად “დენუკლეარიზაციის“ პროცესის დაწყება. თავის მხრივ პეკინი თქმით, არაგონივრულია მისგან განიარაღების მოლაპარაკებებში ჩართვის მოლოდინი იმ ორ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელთა ბირთვული არსენალები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ჩინეთისას.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ბირთვული ხელშეკრულებები?

ცივი ომის ყველაზე ბნელ პერიოდში, როდესაც აშშ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ბირთვული ომის შემთხვევაში “უცილობო ურთიერთგანადგურებით“ ემუქრებოდნენ, ორივე მხარე შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებებს განიხილავდა როგორც გზას, რომელიც ქვეყნებს ფატალური გაუგებრობას ან ეკონომიკურად დამღუპველ შეიარაღების რბოლას ააცილებდა თავიდან.

“ხელშეკრულებები არა მხოლოდ რაკეტებისა და ქობინების რაოდენობრივ ლიმიტებს აწესებს, არამედ მხარეებს ინფორმაციის გაზიარებასაც ავალდებულებს - რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ საიდან მოდის საფრთხე და რა არის შეშფოთების მიზეზები და მოტივები“, - აცხადებს დარია დოლჟიკოვა ლონდონის RUSI-ის ანალიტიკური ცენტრიდან.

ახალი ხელშეკრულების გარეშე თითოეული მხარე იძულებული იქნება იმოქმედოს ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით და იმ იარაღის გათვალისწინებით, რომელსაც მეორე მხარე აწარმოებს, ცდის და იყენებს.

“ეს თვითგანმტკიცებადი პროცესია და რა თქმა უნდა, თუ დაურეგულირებელი შეიარაღებითი რბოლა გაქვს, ეს პროცესების დესტაბილიზაციას იწვევს“, - აცხადებს ექსპერტი.

  • ახალი ხელშეკრულების გაფორმება მარტივი ამოცანა არ არის

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ჩაანაცვლეს და განაახლეს ცივი ომის ეპოქის ხელშეკრულებები, რომლებიც სტრატეგიულ იარაღს ზღუდავდა.

ყველაზე ბოლო New START -ის ხელშეკრულება, 2010 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევს შორის გაფორმდა.

აღნიშნული ხელშეკრულება თვითოეული მხარისთვის ზღუდავს გასაშვებად მზადყოფნი ბირთვული ქობინების რაოდენობას 1 550 ერთეულით და ასევე აწესებს გამშვები სისტემის ლიმიტებს, რაც 700 ერთეულით განისაზღვრება ხმელეთიდან, ზღვიდან ან ჰაერიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე ყველა სისტემისთვის.

ამასთანავე, ახალი ხელშეკრულების შემუშავება ადვილი ამოცანა ნამდვილად არ არის. მაგალითად რუსეთმა შეიმუშავა ისეთი ბირთვული შესაძლებლობის მქონე სისტემები, როგორიც ფრთოსანი რაკეტა ‘ბურევესტნიკი“, ჰიპერბგერითი "ორეშნიკი“ და ტორპედო “პოსეიდონია“, რომლებიც არსებული New START-ის ჩარჩოში არ ჯდება. ტრამპმა ასევე გამოაცხადა ახლი კოსმოსური სარაკეტო თავდაცვითი სისტემა “ოქროს გუმბათის“ შექმნის შესახებ, რასაც მოსკოვი სტრატეგიული ბალანსის შეცვლის მცდელობად აღიქვამს.

ამავე დროს, საკუთარ ბირთვულ არსენალს ზრდის ჩინეთიც, რომლიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დადებული შეთახმების ლიმიტებით არ არის შეზღუდული.

პეკინს ამჟამად დაახლოებით 600 ბირთვული ქობინი გააჩნია, ხოლო პენტაგონის შეფასებით, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 1 000-ს გადააჭარბებს.

2023 წელს ორპარტიულმა კონგრესის კომისიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ახლა “ეგზისტენციურ გამოწვევას“ აწყდება, რადგან შესაძლოა არა ერთ, არამედ ორ, ბირთვული არსენალის მქონე თანასწორ მეტოქესთან მოუწიოს გამკლავება.

  • პუტინის შეთავაზება აშშ-ში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს

აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში მოსაზრებები ორად არის გაყოფილი იმასთან დაკავშირებით, უნდა დაეთანხმოს თუ არა ტრამპი პუტინის შეთავაზებას არსებული ლიმიტების ერთი წლით შენარჩუნების შესახებ.

“ტრამპმა უნდა გადადგას ნაბიჯები უსარგებლო ბირთვული შეიარაღების რბოლის შესამცირებლად და მოერიდოს რისკების კატასტროფულად არასწორ ინტერპრეტაციას, რომელიც კრიზისის დროს შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“, - განაცხადა პოლი დინმა, შეიარაღების კონტროლის ყოფილმა ჩინოსანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკვე უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ბირთვული ძალების მოდერნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ქმნის იმ ახალი წყალქვეშა ნავებს, ბომბდამშენებსა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებს, რომლებსაც ვადებში სერიოზული დაგვიანებები და ხარჯების მკვეთრი გადაჭარბება ახლავს თან.

არაპარტიული კონგრესის ბიუჯეტის ოფისის შეფასებით, 2025-დან 2034 წლამდე ბირთვული ძალების მოდერნიზაცია, შენარჩუნება და ექსპლუატაცია ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს თითქმის 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდებათ.

"თუ აშშ ქობინების დამატებით New START-ის ლიმიტებს გადააჭარბებს, იგივეს გააკეთებს რუსეთიც, ხოლო ჩინეთი ამას კიდევ ერთ საბაბად გამოიყენებს, რათა საკუთარი ბირთვული არსენალი გაზარდოს, საბოლოოდ, ტრამპი ახალ შეიარაღების რბოლას დაიწყებს, რომელიც არ გვჭირდება და არც მისი მოგება შეგვიძლია. მეტი იარაღი აშშ - ს უფრო უსაფრთხო ქვეყანად არ აქცევს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დემოკრატმა სენატორმა ედ მარკიმ.

დებატის მეორე მხარეს მყოფი ექსპერტები და ყოფილი ჩინოსნები ამბობენ, რომ აშშ პუტინს არ უნდა ენდოს და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ 2023 წელს მოსკოვმა უკვე შეაჩერა New START-ის ფარგლებში ურთიერთშემოწმებები რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გამო.

“ახლა ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთდროულად რუსეთისა და ჩინეთის შეკავება, ძალა, რომელიც აშშ - ს 2010 წელს ხელშეკრულების მიხედვით ეზღუდებოდა, აღარ არის საკმარისი რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომავალი ერთობლივი გამოწვევის დასაძლევად", - მბობს ფრანკლინ მილერი, ორპარტიული კონგრესის კომისიის წევრი.

მედვედევმა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მედვედევმა, რომელმაც ბოლო New START-ს მოაწერა ხელი, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპი არაპროგნოზირებადია და დაამატა რომ “რუსეთი მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ახალი საფრთხეები სწრაფად და მტკიცედ იქნება მოგერიებული“.

წყარო