ავტორი:

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მსახიობი კეტრინ ო'ჰარა

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მსახიობი კეტრინ ო'ჰარა

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და სცენარისტი კეტრინ ო'ჰარა. ის წარმოშობით კანადიდან იყო.

კეტრინ ო'ჰარა ცნობილია თავისი კომედიური ნამუშევრებით "Second City Television“ (1976–1984) და "Schitt's Creek“ (2015–2020) და ფილმებით, როგორიცაა "სამსახურის შემდეგ“ (1985), "ბიტლჯუსი“ (1988) და მისი გაგრძელება "ბიტლჯუსი ბიტლჯუსი“ (2024), "მარტო სახლში“ (1999) და გაგრძელება "მარტო სახლში 2: დაკარგული ნიუ იორკში“ (1992) და ა.შ.

1982 წელს ო'ჰარამ მოიპოვა "ემის" პრემია საუკეთესო სერიალის სცენარისთვის, ასევე კანადის უმაღლესი ნაციონალური კინოპრემია "Genie“ საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში 1999 წლის ფილმისთვის "The Life Before This", ასევე 2019 წელს ნომინირებული Emmy- ზესატელევიზიო ფილმისთვის "Temple Grandin".

ო’ჰარას გარდაცვალება CNN-ს დაუდასტურა მისი მენეჯერის, მარკ გურვიცის ოფისის თანამშრომელმა, რომლემაც საკუთარი სახელის გამჟღავნება და დამატებითი დეტალების მიწოდება არ ისურვა.

კეტრინ ო’ჰარამ კარიერა მშობლიურ კანადაში, თეატრ Second City-ში დაიწყო, რის შემდეგაც კინოში გადავიდა. მისმა როლებმა ფილმებში "ბიტლჯუსი“ (1988) და "მარტო სახლში“ (1990) ფართო აღიარება მოუტანა. მოგვიანებით მან რეჟისორ კრისტოფერ გესტთან დაიწყო თანამშრომლობა და ითამაშა მის არაერთ საკულტო პაროდიულ ფილმში, მათ შორის "ველოდებით გაფმანს“ (1996) და "საუკეთესო შოუში“ (1996).

წყარო