ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული სენან შარიფოვი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას marneulinews ავრცელებს.
ტრაგედია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში 28 იანვარს დატრიალდა. ავარიის შედეგად, ორი პირი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ავტომობილით პატარძლის ოჯახში მიდიოდნენ, რა დროსაც ხეს შეეჯახნენ. ორივე ადგილზე დაიღუპა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები "კვირის პალიტრასთან" საუბარში ჰყვებოდნენ, რამდენიმე მანქანა გოგოს ოჯახში მიდიოდა და სწორედ მექორწილეებს მოუხდათ ავარია.
"ასე გავიგე, რომ პატარძლის ოჯახში მიდიოდნენ, ამბობენ, მანქანა დიდი სიჩქარით მოდიოდა და ხეს შეეჯახნენ. სასწრაფო მალე მოვიდა, მაგრამ ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ერთი გადაყვანილია საავადმყოფოში. უმძიმესი სანახავია მანქანა, ყველაფერის სისხლში იყო მოსვრილი. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები. დაღუპულებს მე არ ვიცნობდი, მითხრეს რომ სოფელ სადახლოდან არიან. მარნეულში სამწუხაროდ ხშირია ავარიები. მიზეზი ისევ სიჩქარეა. როგორც ჩანს, ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა მძღოლმა და ხეს შეასკდა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახს და მთელ მარნეულს. არ ვიცი რა გამოასწორებს ამ უბედურებებს. ძალიან სწრაფად დადიან მანქანებით ახალგაზრდები...განაგრძეთ კითხვა