ბევრისთვის დილა საყვარელი ძაღლის ან კატის კრუტუნით იწყება. კითხვაზე - რამდენად უსაფრთხოა შინაურ ცხოველთან ერთ ლოგინში დაძინება ხშირად საზოგადოება ორ ბანაკად იყოფა: ერთნი ამაში საფრთხეს ხედავენ, სხვებისთვის კი ეს საუკეთესო ანტისტრესია, განსაკუთრებულად კი ახალი თაობისთვის.
უნდა ვუშვებდეთ თუ არა ცხოველებს საწოლში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება? - ამ თემაზე Mkurnali.ge-ს მკითხველს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პარაზიტოლოგი ირმა კოკაია და ვეტერინარი, პროფესორი ნუნუ ომარაშვილი ესაუბრებიან
სტერილური გარემო თუ იმუნიტეტის „გაკაჟება“?
პირველი კითხვა, რომელიც პატრონებს უჩნდებათ, ბავშვების უსაფრთხოებას ეხება. რამდენად მიზანშეწონილია პატარებისთვის ცხოველთან კონტაქტი, როცა მათი იმუნიტეტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია?
ირმა კოკაია (პარაზიტოლოგი): „თუ ცხოველი დამუშავებულია და ჯანმრთელია, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. საფრთხე მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ცხოველი დაავადებულია. აუცილებელია, ოთხფეხა მეგობარი რეგულარულად მუშავდებოდეს პარაზიტებზე - ასეთ შემთხვევაში ის პატრონისთვის რისკს არ შეიცავს. ერთადერთი გამონაკლისი ბეწვზე ალერგიაა, რა დროსაც ერთად ძილი მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, თუ ძაღლი ან კატა დაავადებულია, მასთან არა მხოლოდ ძილი, არამედ მკურნალობის გარეშე სახლში ყოლაც კი რისკია.
რაც შეეხება ბავშვებს: ბოლო პერიოდში ავტორიტეტული სამედიცინო ასოციაციები მიგვითითებენ, რომ რაც უფრო მეტი კონტაქტი გვექნება ბუნებასთან და შინაურ ცხოველებთან, ჩვენი იმუნიტეტისთვის უკეთესია. რეალურად, იმუნიტეტი სწორედ ასე ყალიბდება. მისი გაკაჟების საუკეთესო საშუალება სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება და ბუნებასთან სიახლოვეა. რაც უფრო სტერილურ გარემოში იზრდება ბავშვი, მით უფრო დაბალია მისი იმუნიტეტი და მეტი მიმღებლობა აქვს სხვადასხვა ინფექციების მიმართ...განაგრძეთ კითხვა