ავტორი:

"ბილ გეითსს მოუწია წამლის მიღება რუს გოგონებთან სექსუალური კავშირით გამოწვეული შედეგების შესამსუბუქებლად" - სკანდალის პიკი: გასაჯაროვდა მილიონობით დოკუმენტი ეპშტეინის საქმეზე

"ბილ გეითსს მოუწია წამლის მიღება რუს გოგონებთან სექსუალური კავშირით გამოწვეული შედეგების შესამსუბუქებლად" - სკანდალის პიკი: გასაჯაროვდა მილიონობით დოკუმენტი ეპშტეინის საქმეზე

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული მილიონობით ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა - სულ 3 მილიონი გვერდი, 180 ათასი ფოტო და 2 ათასი ვიდეო გასაჯაროვდა.

  • დოკუმენტები მოიცავს ჯეფრი ეპშტეინის ციხეში ყოფნის დეტალებს, მის ფსიქოლოგიურ შეფასებას, პატიმრობაში გარდაცვალების გარემოებების აღწერას, ასევე მასალებს გილეინ მაქსველის — ეპშტეინის თანამზრახველის — საქმიდან. დოკუმენტები ასევე ასახავს ფინანსისტის მჭიდრო კავშირებს ბრიტანეთის ელიტასთან.

გამოქვეყნებული ფაილები შეიცავს მიმოწერას ეპშტეინსა და „ჰერცოგს“ შორის, სადაც ისინი ბუკინგემის სასახლეში ვახშამს განიხილავენ. ერთ-ერთ სხვა შეტყობინებაში ეპშტეინი აღნიშნულ "ჰერცოგს" 26 წლის რუს ქალს სთავაზობს.

BBC-მ კომენტარის მისაღებად დაუკავშირდა ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორს - იგი წლების განმავლობაში ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა ეპშტეინთან მეგობრული ურთიერთობის გამო და მრავალჯერ უარყო ნებისმიერი უკანონო ქმედება.

სხვა ელექტრონული ფოსტიდან ირკვევა, რომ 2009 წელს ეპშტეინმა 10 000 ფუნტი სტერლინგი გაუგზავნა ლორდ პიტერ მანდელსონის თანამოაზრეს — რეინალდო ავილა და სილვას. ეპშტეინისადმი მიწერილ ელექტრონულ წერილში და სილვა ასახელებს ოსტეოპათიის კურსის ღირებულებას, უთითებს საკუთარ საბანკო რეკვიზიტებს და ფინანსისტს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

ერთ-ერთ წერილში ლორდი მანდელსონი ეპშტეინის სახლში დარჩენის ნებართვას ითხოვს. წერილები 2009 წლის 16 ივნისით არის დათარიღებული — იმ პერიოდში, როდესაც ეპშტეინი სასჯელს იხდიდა. სასჯელის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მას დღისით კაბინეტიდან მუშაობის და ღამით ციხეში დაბრუნების უფლება ჰქონდა.

2024 წლის დეკემბერში ლორდ მანდელსონი აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩად დაინიშნა, თუმცა ერთ წელზე ნაკლებ დროში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ახალ დოკუმენტებში მრავალჯერ არის ნახსენები აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი - ტრამპი ეპშტეინთან მეგობრობდა, თუმცა მისი თქმით, ეს ურთიერთობა წლების წინ დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტი უარყოფს, რომ ეპშტეინის სექსუალური დანაშაულების შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობდა.

როდესაც თეთრ სახლსა და იუსტიციის დეპარტამენტს ბოლო ბრალდებების შესახებ კომენტარი სთხოვეს, მათ განაცხადეს, რომ "დოკუმენტების ნაწილი შეიცავს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ცრუ და სენსაციურ ბრალდებებს, რომლებიც FBI-ს 2020 წლის არჩევნებამდე მიეწოდა".

"ამ ბრალდებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია და სანდო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ის დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოყენებული პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ" - ნათქვამია განცხადებაში.

ეპშტეინის ფაილებში რამდენჯერმე არის ნახსენები Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის სახელი. გეიტსის წარმომადგენელმა ეპშტეინის საქმეში არსებულ სკანდალურ ბრალდებებს, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გავრცელების შესახებ ინფორმაციას, უპასუხა და მათ „სრულიად აბსურდული და ყალბი“ უწოდა.

ერთ-ერთ წერილის თანახმად, გეითსს "მოუწია მედიკამენტების მიღება რუს გოგონებთან სექსუალური კავშირით გამოწვეული შედეგების შესამსუბუქებლად.“

გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს ეპშტეინის დოკუმენტების საგის დასასრულს.

გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტის სამუშაო დასრულებულია. თუმცა, დემოკრატები კვლავ ამტკიცებენ, რომ დეპარტამენტმა ძალიან ბევრი დოკუმენტი — 2,5 მილიონამდე ფაილი — სათანადო დასაბუთების გარეშე დამალა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: