შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული, ორი ძებნილი პირი დააკავა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1997 წელს დაბადებული დ.ს. დააკავეს.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ჩ. და დ.ს. 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წაიკითხეთ ასევე: