მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლის, იურისტის ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მილორავა დაკავებულია ადმინისტრაციულად.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, შემდეგ კი მანქანას დაეჯახა და მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა, სადაც მილორავა გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა.