ავტორი:

"დედა... მეგონა დრო გვქონდა" - 71 წლის მსახიობს საავადმყოფოში გადაყვანამდე "სუნთქვა უჭირდა": როგორ ეხმაურება კალკინი კეტრინ ო'ჰარას გარდაცვალებას და რას წერს მედია

"დედა... მეგონა დრო გვქონდა" - 71 წლის მსახიობს საავადმყოფოში გადაყვანამდე "სუნთქვა უჭირდა": როგორ ეხმაურება კალკინი კეტრინ ო'ჰარას გარდაცვალებას და რას წერს მედია

71 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და სცენარისტი კეტრინ ო'ჰარა გარდაიცვალა. მსახიობი პარასკევს, ლოს-ანჯელესში , საკუთარ სახლში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • "დეილი მეილის" მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერის თანახმად, მას საავადმყოფოში გადაყვანამდე "სუნთქვა უჭირდა". რამდენიმე საათში ლეგენდარული მსახიობი გარდაცვლილად გამოაცხადეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის არ გახმაურებულა.

კეტრინ ო'ჰარას გარდაცვალებას ამერიკელი მსახიობი და მისი პარტნიორი ფილმში "მარტო სახლში, მაკოლეი კალკინი გამოეხმაურა:

"დედა. მეგონა დრო გვქონდა. მეტი მინდოდა. შენს გვერდით სკამზე ჯდომა მინდოდა. ყოველთვის მისმენდი, მაგრამ კიდევ ბევრი რამ მქონდა სათქმელი. მიყვარხარ. მოგვიანებით შევხვდებით“, - დაწერა მან.

მსახიობის ხსოვნას პატივი სხვა ვარსკვლავებმაც მიაგეს:

"ოჰ, გენიოსო, მადლობელი ვარ, რომ შენთან ახლოს ვიყავი.. ჩემს სამყაროში ნაკლები სინათლეა... ამ სამყაროს ყოველთვის ემახსოვრები. ყოველთვის..." - დაწერა სოციალურ ქსელში პედრო პასკალმა.

კეტრინ ო’ჰარამ კარიერა მშობლიურ კანადაში, თეატრ Second City-ში დაიწყო, რის შემდეგაც კინოში გადავიდა. მისმა როლებმა ფილმებში "ბიტლჯუსი“ (1988) და "მარტო სახლში“ (1990) ფართო აღიარება მოუტანა. მოგვიანებით მან რეჟისორ კრისტოფერ გესტთან დაიწყო თანამშრომლობა და ითამაშა მის არაერთ საკულტო პაროდიულ ფილმში, მათ შორის "ველოდებით გაფმანს“ (1996) და "საუკეთესო შოუში“ (1996).

1982 წელს ო'ჰარამ მოიპოვა "ემის" პრემია საუკეთესო სერიალის სცენარისთვის, ასევე კანადის უმაღლესი ნაციონალური კინოპრემია "Genie“ საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში 1999 წლის ფილმისთვის "The Life Before This", ასევე 2019 წელს ნომინირებული Emmy- ზე სატელევიზიო ფილმისთვის "Temple Grandin".

წყარო