ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში მისი პერფორმანსის ვიდეოს - ის კრისტინა აგილერას უწევს აკომპანირებას.
"დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა პირველად მოვუსმინე ამ სიმღერას. ამ ძალიან ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა, მუსიკის ხმებმა და იმ სურათებმა, რაც მაშინ დავინახე და მოვისმინე, ჩემზე ძალიან იმოქმედა - "შენ ლამაზი ხარ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა.“
მადლობა კრისტინა აგილერას.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ სიმღერის ნაწილი ვყოფილიყავი Pieces Jaunes-ის სცენაზე და მიხარია, რომ ამ განსაკუთრებულ სიმღერაში ჩემი მაშინდელი მოზარდობის ფერები შევიტანე", - წერს ხატია ბუნიათიშვილი.