"ირანი ჩვენთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება მისაღები იქნება, თუ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს იტყვის.
"შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც მისაღები იქნება ბირთვული იარაღის გარეშე. მათ ეს უნდა გააკეთონ, მაგრამ არ ვიცი, გააკეთებენ თუ არა ამას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, კითხვაზე, ირანის წინააღმდეგ პოტენციური დარტყმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ "ამის შესახებ საუბარი არ შეუძლია“.
"ბუნებრივია, რომ ამის შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ იმ მიმართულებით ძალიან ძლიერი გემები მიემართებიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"მედიის მიერ ომის შესახებ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის სტრუქტურული მზადება პროგრესირებს“, - განაცხადა ლარიჯანმა.
კატარის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარეებმა "რეგიონში არსებული დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევა განიხილეს“.