მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, "სამხედრო გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ფიქრი იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამის შემდეგ“.
"გამარჯვების მიზანი ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებაა. ეს სრულიად ნათელია“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ