ავტორი:

“ეპშტეინის მასალებში ვლადიმერ პუტინი 1 056-ჯერ არის მოხსენიებული, სავარაუდოდ ის “კაგებესთან“ თანამშრომლობდა“ - Daily Mail-ი სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს

“ეპშტეინის მასალებში ვლადიმერ პუტინი 1 056-ჯერ არის მოხსენიებული, სავარაუდოდ ის “კაგებესთან“ თანამშრომლობდა“ - Daily Mail-ი სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს

“ეპშტეინის სექსუალური იმპერია “კაგებეს თაფლის ხაფანგი“ იყო“ - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს. გამოცემის მიხედვით, გარდაცვლილი ფინანსისტის ფაილებში ვლადიმერ პუტინის სახელი 1000-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული, ხოლო მოსკოვი - 9 629 დოკუმენტში.

გამოცემის მიხედვით, სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებული ეპშტეინი, სავარაუდოდ, რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა. მას აშშ-ში ახალგაზრდა ქალები სწორედ რუსეთიდან ჩაჰყავდა და ცნობილი სახეებისთვის ყველასთვის ცნობილ სკანდალურ წვეულებებს, ე.წ. “თაფლის ხაფანგებს“ მართავდა.

  • ხოლო დახურულ წვეულებებზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა მოგვიანებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ხელში ხვდებოდა.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი მილიარდერი 2008 წელს, არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ორგანიზებისთვის გასამართლების შემდეგ, პუტინს შეხვდა.

ეპშტეინს ასევე ურთიერთობა ჰქონდა რობერტ მაქსველთან, რომელიც, წყაროების თანახმად, რუსი აგენტი იყო და თანხებს ათეთრებდა. გარდა ამისა, ელექტრონული ფოსტები შეიცავს რუს ჩინოვნიკებთან და სხვა დიპლომატებთან მოგზაურობებისა და შეხვედრების დაგეგმვის დეტალებს.

2025 წლის 20 ნოემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას ავალებდა. 2024 წლის დასაწყისში მხოლოდ მათი ნაწილი გასაჯაროვდა.

  • ახლახან კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული მილიონობით ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა - სულ 3 მილიონი გვერდი, 180 ათასი ფოტო და 2 ათასი ვიდეო გასაჯაროვდა.

დოკუმენტები მოიცავს ჯეფრი ეპშტეინის ციხეში ყოფნის დეტალებს, მის ფსიქოლოგიურ შეფასებას, პატიმრობაში გარდაცვალების გარემოებების აღწერას, ასევე მასალებს გილეინ მაქსველის — ეპშტეინის თანამზრახველის — საქმიდან. დოკუმენტები ასევე ასახავს ფინანსისტის მჭიდრო კავშირებს ბრიტანეთის ელიტასთან.

წყარო

იხილეთ ასევე: