ირანში დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ირანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Hengaw-მ გაავრცელა. აღნიშნული მოგვიანებით ირანულმა სახელმწიფო მედიამაც (ISNA) დაადასტურა.
როგორც Sky News-ს სოლტანის ოჯახის წევრმა განუცხადა, ის უკვე სახლში იმყოფება.
ISNA-ს ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული პოსტში აღნიშნულია, რომ ერფან სოლტანი, ორი მილიარდი ირანული ტომანის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასტიკი განაჩენი 14 იანვარს უნდა აღსრულებულიყო, თუმცა 15 იანვარს ირანის სასამართლომ განაცხადა, რომ დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა "საერთოდ არ იგეგმებოდა". მოგვიანებით დაკავებულს ბრალი შეუცვალეს - მას "ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრების, შეთქმულებაში მონაწილეობასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართვის" მუხლი მიაკუთვნეს, რაც პატიმრობას ითვალისწინებს და არა სიკვდილით დასჯას