უკრაინაში, პავლოგრადის ოლქში DTEK-ის ავტობუსზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ჰანჟას თქმით, პავლოგრადის რაიონში თავდასხმის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის მაღაროელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, მიხაილო ვოლინეცმა განმარტა, რომ რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ქვანახშირის მომპოვებელ ობიექტს და ავტობუსს, რომელსაც მუშები გადაჰყავდა.
“არსებობს შეთანხმება, რომ მომავალ კვირას საამიროებში შესაბამის დონეზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თებერვალი საკმაოდ ინტენსიური საგარეო პოლიტიკური აქტივობის პერიოდი იქნება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინა ელის, რომ ამერიკული მხარე დეესკალაციის ზომებთან დაკავშირებით აქტიური იქნება.
„ველით, რომ ამერიკული მხარეც ისეთივე აქტიური იქნება, განსაკუთრებით დეესკალაციის ზომების - დარტყმების შემცირების - კუთხით. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას მიაღწევს აშშ, რათა ხალხი ენდოს როგორც პროცესს, ასევე შედეგებს”, - აცხადებს ზელენსკი.
“დნიპროს რეგიონში მაღაროელების გადამყვან ჩვეულებრივ ავტობუსზე რუსული დრონით თავდასხმა აშკარა დანაშაულია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ბოროტება უნდა შეჩერდეს“, - წერს ზელენსკი.