ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაჩღის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ თეირანის ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„მოდით, შეუძლებელ რაღაცებზე ნუ ვისაუბრებთ და ნუ დავკარგავთ შესაძლებლობას, მივაღწიოთ სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული იარაღის არარსებობა. როგორც ვთქვი, ეს მიღწევადია მოკლე დროშიც კი“, - აღნიშნა არაღჩიმ.
ამასთან, არაღჩის მტკიცებით, “თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი ომისთვის მზადაა, თუმცა, კონფლიქტი ირანის ფარგლებს გასცდება და კატასტროფა იქნება ყველასთვის, რეგიონში განლაგებული აშშ-ის ბაზები კი ირანელი სამხედროების სამიზნე გახდება“.