ავტორი:

“მინდა, კანადა გახდეს 51-ე შტატი, გრენლანდია 52-ე, ვენესუელა შეიძლება 53-ე“ - დონალდ ტრამპი

“მინდა, კანადა გახდეს 51-ე შტატი, გრენლანდია 52-ე, ვენესუელა შეიძლება 53-ე“ - დონალდ ტრამპი

მსოფლიოში ცნობილი აღმასრულებელი დირექტორების, პოლიტიკოსებისა და ვაშინგტონის სხვა ცნობილი ადამიანების ექსკლუზიური ორგანიზაციის, Alfalfa Club-ის ყოველწლიური ვახშამს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო.

The Washington Post-ი საღამოს შესახებ წერს. გამოცემის ცნობით, ტრამპმა ერთდროულად უკომპრომისო და უხერხული იუმორიც გამოიჩინა. სხვა საკითხებს შორის, აშშ-ის პირველმა პირმა გრენლანდიის შესახებაც ისაუბრა.

  • “არ ვაპირებთ გრენლანდიაში შეჭრას. არასდროს მქონია განზრახვა, გრენლანდია 51-ე შტატად მექცია. მინდა, კანადა გახდეს 51-ე შტატი. გრენლანდია 52-ე იქნება. ვენესუელა შეიძლება 53-ე გახდეს“, - განაცხადა ტრამპმა ვახშამზე.

მისი თქმით, აშშ გეგმავს გრენლანდიის ყიდვას.

მოგვიანებით ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი განცხადებები სახუმარო შინაარსის იყო.

იხილეთ ასევე: