“აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე არხით შეატყობინა, რომ ღიაა შეხვედრისთვის შეთანხმების მიღწევის საკითხზე მოსალაპარაკებლად“, - ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა.
„საქმე წინ მიიწევს. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განუცხადა Axios-ს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა.
ამასთან, მეორე წყარომ, რომელიც ამერიკელი ოფიციალური პირია, გამოცემასთან საუბარში დაადასტურა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეხვედრა შესაძლოა ამ კვირაში თურქეთში გაიმართოს.
თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპს ირანზე დარტყმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ღია რჩება.
წყაროების ცნობით, კატარი, ეგვიპტე და თურქეთი ორივე მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თავიანთ ძალისხმევას კოორდინაციას უწევენ.
იხილეთ ასევე: