ავტორი:

"გრემის" სკანდალური დაჯილდოება: უმწვავესი განცხადებები და ხუმრობა ტრამპზე, რომელმაც პრეზიდენტი წყობილებიდან გამოიყვანა: გამარჯვებულები და გამორჩეული კაბები

"გრემის" სკანდალური დაჯილდოება: უმწვავესი განცხადებები და ხუმრობა ტრამპზე, რომელმაც პრეზიდენტი წყობილებიდან გამოიყვანა: გამარჯვებულები და გამორჩეული კაბები

სკანდალური 2026 წლის გრემის დაჯილდოება: ვარსკვლავების განცხადებები ICE-სა და ტრამპის წინააღმდეგ და აღშფოთებული აშშ-ის პრეზიდენტი - საღამოს გამორჩეული კაბები და დეტალები

კვირა საღამოს, ლოს-ანჯელესში Crypto.com Arena-ზე მუსიკის სფეროში ყველაზე პრესტიჟული, "გრემის" 68-ე დაჯილდოება გაიმართა. მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას მილიონობით მაყურებელი ყოველწლიურად ელის.

26 წლის ბრიტანელმა მომღერალმა საბრინა კარპენტერმა წითელ ხალიჩაზე გარდაცვლილი ვალენტინოს გასაოცარი სამოსი მოირგო და ყველა გააოცა თავისი ვინტაჟური სტილის კაბით, რომელიც სახლის ამჟამინდელმა კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ შექმნა.

  • 39 წლის ლედი გაგა ღონისძიების ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ის ხალიჩაზე Matières Fécales-ის შავი ბუმბულის კაბით გამოჩნდა და ყველას ყურადღება მიიპყრო.

ლედი გაგა ნომინაციების რაოდენობით მეორე ადგილზე იყო (ის შვიდ კატეგორიაში იყო ნომინირებული). მან მოიგო "გრემი" საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის ("Mayhem“), საუკეთესო სიმღერის, საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის ("Abracadabra“) და საუკეთესო რემიქსის კატეგორიებში.

თავის გამოსვლაში მომღერალმა ქალ მუსიკოსებს მოუწოდა, დაეცვათ საკუთარი შემოქმედებითი ხედვა.

“ვიცი, რომ ზოგჯერ, როდესაც მამაკაცებით სავსე სტუდიაში შედიხარ, ეს შეიძლება რთული იყოს. მაგრამ მოგიწოდებთ, იბრძოლოთ თქვენი სიმღერებისთვის, იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, როგორც პროდიუსერმა, და დარწმუნდეთ, რომ თქვენი ხმა სათანადოდ ისმის,“ - მიმართა მომღერალმა გულშემატკივრებს.

ჯილდოს მფლობელებს შორის არიან: რეპერი კენდრიკ ლამარი (მან ხუთ კატეგორიაში გაიმარჯვა), ასევე მომღერლები ბილი აილიში და ლედი გაგა.

38 წლის რეპერი კენდრიკ ლამარი ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი რეპერ-არტისტი გახდა - ამჟამად მას სულ 26 გრემის ჯილდო აქვს მიღებული.

წლის ალბომის ჯილდო პუერტო-რიკოელმა რეპერმა ბედ ბანიმ (ნამდვილი სახელი ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო) დაიმსახურა ალბომისთვის "Debi Tirar Mas Fotos“.

  • ეს გრემის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მთლიანად ესპანურ ენაზე შესრულებულმა ალბომმა მთავარი პრიზი მოიპოვა.

  • "ვიდრე ღმერთს მადლობას გადავუხდი, ვიტყვი: "ძირს ICE!“, - თქვა მუსიკოსმა ჯილდოს მიღებისასა და დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა - "ჩვენ არ ვართ ბარბაროსები, ჩვენ არ ვართ ცხოველები, ჩვენ არ ვართ უცხოელები, ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ ვართ ამერიკელები".

  • "გრემის" დაჯილდოებას სკანდალური ფონი ნამდვილად დაჰყვებოდა. საღამოს წამყვანმა, ცნობილმა ტელეწამყვანმა და კომიკოსმა, ტრევორ ნოამ თავის სუტყვაში აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე იხუმრა:

“წლის სიმღერა - ვულოცავ ბილი აილიშს. ეს არის "გრემი", რომელიც ყველა არტისტს თითქმის ისევე სურს, როგორც ტრამპს გრენლანდია. რაც ლოგიკურიცაა, რადგან ეპშტეინის კუნძული აღარ არსებობს და მას (ტრამპს) ახალი სჭირდება ბილ კლინტონთან ერთად დროის გასატარებლად", - თქვა ნოამ.

  • რევორ ნოას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და მას ჩივილით დაემუქრა.

“გრემის" დაჯილდოება არის საშინელი, მისი ყურება, ფაქტობრივად, შეუძლებელია! CBS-ს გაუმართლა, რომ ეს ნაგავი მათ ეთერს აღარ აბინძურებს... წამყვანი, ტრევორ ნოა, ვინც არ უნდა იყოს ის, თითქმის ისეთივე ცუდია, როგორც ჯიმი კიმელი დაბალრეიტინგულ "ოსკარზე". ნოამ ჩემზე მცდარად თქვა, თითქოს დონალდ ტრამპი და ბილ კლინტონი დროს ეპშტეინის კუნძულზე ატარებდნენ. მატყუარაა!!! ბილის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის სიახლოვეს.

როგორც ჩანს, ჩემს ადვოკატებს გავგზავნი ამ საცოდავი, პათეტიკური, უნიჭო და გამოშტერებული წამყვანისთვის სასამართლოში საჩივრის შესატანად და მას სოლიდურ თანხას დავაკისრებ", - აღნიშნა ტრამპმა.

გერმანელმა სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა გერმანელი დიზაინერის მარინა ჰერმანსერის უცნაური კაბა მოირგო.

ჯასტინ ბიბერმა და მისმა მეუღლემ ელეგანტური კოსტიუმები ერთმანეთს შეუხამეს. მომღერალმა დიდი ზომის კოსტიუმი აირჩია, ხოლო მოდელს ნახევრად გამჭვირვალე კაბა ეცვა.

ფარელ უილიამსმა საკუთარი დიზაინით შექმნილი კოსტიუმი მოირგო.

გარდაცვლილი ვარსკვლავის, ოზი ოზბორნის რჩეული - შერონ ოსბორნი შავ კაბაში გამოჩნდა. ლუქს მუქი ფერის სათვალე და ელეგანტურად დავარცხნილი წითელი თმა ასრულებდა.

ბედ ბანის სკიაპარელის კოსტიუმი ეცვა.

მაილი საირუსმა თავისი როკ-ენ-როლის სტილი Celine-ის სამოსში წარმოაჩინა.

სამხრეთ აფრიკელმა მომღერალმა ტაილამ DSquared2-ის ელეგანტური კაბა მოირგო,

პერის ჰილტონმა კი ბრჭყვიალა შავი კაბა.

ჩაპელ როჰანმა კი ყველა გააოცა თავისი ძალიან გამომწვევი წითელი კაბით. მომღერალი თითქმის სრულიად გაშიშვლდა.

წყარო

იხილეთ ასევე: