ყველას ბევრი საქმე გვაქვს: სახლი, სამსახური, ოჯახი და ყოველდღიური საზრუნავი, რომელიც შეიძლება კალენდარში მონიშნული არ არის, თუმცა ყოველდღიურ ყურადღებას მოითხოვს. გადასახადები, ქვითრები, ბალანსის შემოწმება, ეს ის საკითხებია, რომელთა დავიწყებაც არ შეიძლება მაშინაც კი, როცა დრო ძალიან ცოტაა.
სწორედ ამიტომ, გვსურს საყოფაცხოვრებო საკითხები მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოვაგვაროთ. თელმიკოს პირადი კაბინეტი ზუსტად ამისთვის შეიქმნა.
პირადი კაბინეტის გახსნისას ჩვენ მაშინვე ვხედავთ სრულ ინფორმაციას ელექტრომომარაგების შესახებ: ბალანსს, დარიცხვებსა და დავალიანებას. გადახდა შესაძლებელია ონლაინ, რიგების, მგზავრობისა და ლოდინის გარეშე. ყველა ქვითარი და გადახდების ისტორია საიმედოდ ინახება ერთ ადგილას და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს.
თუ რამდენიმე ობიექტს ფლობთ, იქნება ეს ბინა, აგარაკი თუ ახლობლების საცხოვრებელი, მათ მართვას ერთი პირადი კაბინეტიდან მარტივად შეძლებთ. ზედმეტი ზარებისა და კითხვების გარეშე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მყისიერად გადაამოწმოთ, მიეწოდება თუ არა ელექტროენერგია თქვენს კაბინეტში რეგისტრირებულ აბონენტებს.
სერვისი მუშაობს 24/7-ზე და ერგება ჩვენი ცხოვრების რიტმს. ის არ მოითხოვს სპეციალურ უნარებს და გასაგებია მათთვისაც კი, ვინც იშვიათად იყენებს ონლაინ სერვისებს. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ საყოფაცხოვრებო ამოცანები სწრაფად და შეუმჩნევლად გადაიჭრას.
თელმიკოს პირადი კაბინეტი - ეს არის სიმშვიდე ყოველდღიურ საქმეებში. თქვენ შეგიძლიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აკონტროლოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც კომფორტსა და მყუდროებას ქმნიან თქვენს სახლში.
R