ავტორი:

რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, რუსეთის მოქალაქე 40 წლის ალექსანდრე კოროვნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს. ეკატერინბურგელი ინჟინერი და პედაგოგი, რომელიც საქართველოში 2022 წლის შემოდგომაზე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად, ერთი თვის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა.

  • გაუჩინარების ქრონოლოგია

ინფორმაცია კოროვნიკოვის დაკარგვის შესახებ იანვრის ბოლოს სოციალურ ქსელებსა და თბილისის საემიგრაციო ტელეგრამ-არხებში (მათ შორის, ნიკოლაი ლევშიცის არხზე) აქტიურად ვრცელდებოდა.

ალექსანდრე კავშირზე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღარ გამოსულა. იგი ბოლოს 30 დეკემბერს აღმაშენებლის გამზირზე ნახეს. მანამდე ის რიყის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში ცხოვრობდა.

ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

  • გარდაცვალების დადასტურება

30 იანვარს კოროვნიკოვის გარდაცვალება მისმა მეგობარმა დაადასტურა, რომელსაც ინფორმაცია დაღუპულის მამამ მიაწოდა. ტელეგრამ-არხ "Astra“-ს ცნობით, ახლობლები ამტკიცებენ, რომ ალექსანდრე მოკლულია.

"ალექსანდრე მოკლული იპოვეს. ამჟამად რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში ცხედრის რუსეთში გადასვენების საკითხებზე მუშაობს", - აცხადებს დაღუპულის მეგობარი.

ambebi.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სადაც გვითხრეს, რომ მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ვინ იყო ალექსანდრე კოროვნიკოვი?

ალექსანდრე კოროვნიკოვმა ურალის ფედერალური უნივერსიტეტი დაამთავრა. მუშაობდა ინჟინრად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და ასწავლიდა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის (МФТИ) ფილიალში. საქართველოში ემიგრაციის შემდეგ მან ინტერესის სფერო შეიცვალა და ერთ-ერთ ადგილობრივ თეატრში თამაშობდა.

  • სტატია მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.