ავტორი:

დაწყებულია გამოძიება, თუ როგორ იქცა ფრესკის რესტავრაციის შემდეგ, ერთ-ერთი ანგელოზი იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონად?

დაწყებულია გამოძიება, თუ როგორ იქცა ფრესკის რესტავრაციის შემდეგ, ერთ-ერთი ანგელოზი იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონად?

იტალიის კულტურის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო რომის ცენტრში მდებარე ეკლესიაში რესტავრირებული ანგელოზის საქმეზე - როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი წერს, აღდგენის შემდეგ გამოსახულება ძალიან დაემსგავსა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის.

გაზეთი La Repubblica წერს, რომ სან-ლორენცო ინ ლუჩინას ბაზილიკის სამლოცველოში გადაკეთებული ორი ანგელოზიდან ერთ-ერთი ძალიან ჰგავს 49 წლის კონსერვატორს, იტალიის პირველი ქალ პრემიერ-მინისტრს.

ასევე გამოქვეყნდა ნახატის ადრინდელი ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ანგელოზი ადრე"ჩვეულებრივ ქერუბიმს“ ჰგავდა.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, რომის მხატვრული მემკვიდრეობის კონსერვაციის წამყვანმა ექსპერტმა აღდგენილი ნახატი შეამოწმა და "შემდგომი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.“

სამრევლო მღვდელმა დანიელე მიჩელეტიმ საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს განუცხადა, რომ სამლოცველოს დეკორაციები წყლით დაზიანების გამო, ცოტა ხნის წინ აღდგა.

რესტავრაცია ბრუნო ვალენტინეტიმ, იმავე მხატვარმა ჩაატარა, რომელმაც შექმნა ორიგინალი ნახატი. მან გაზეთის ვარაუდი უარყო და აღნიშნა, რომ “ის აღადგინა იმ მდგომარეობაში, როგორიც 25 წლის წინ შექმნა".

რაც შეეხება ჯორჯია მელონის, მან ნახატის ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა, წარწერით: "არა, მე ნამდვილად არ ვგავარ ანგელოზს“ და სიცილის სმაილიკი დაამატა.

წყარო