მოსახლეობას მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ აფრთხილებს. 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე ქვეყნის ტერიტორიაზე ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესებაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველო: მოსალოდნელია ნალექი, რომელიც ზოგან ძლიერი იქნება. მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება.
ზღვაზე: სინოპტიკოსები პროგნოზირებენ 3-4 ბალიან შტორმულ ღელვას.
ძლიერი ქარი: ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მაღალმთიანი რაიონები: მოსალოდნელია დიდთოვლობა, ნისლი და ქარბუქი.
ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია დაწესდეს შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობაზე. მძღოლებს მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებით უღელტეხილებზე გადაადგილებისას.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე საფრთხის დონე საშუალოა.