ავტორი:

ეპატაჟი თუ დეპრესიასთან ბრძოლის ხერხი - ჯასტინ ბიბერი "გრემის" დაჯილდოებაზე: სრულიად მარტო, მხოლოდ შორტებსა და წინდებში დიდი სარკის წინ

ეპატაჟი თუ დეპრესიასთან ბრძოლის ხერხი - ჯასტინ ბიბერი "გრემის" დაჯილდოებაზე: სრულიად მარტო, მხოლოდ შორტებსა და წინდებში დიდი სარკის წინ

კვირა საღამოს, ლოს-ანჯელესში მუსიკის სფეროში ყველაზე პრესტიჟული, "გრემის" 68-ე დაჯილდოება გაიმართა. მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას მილიონობით მაყურებელი ყოველწლიურად ელის.

ჯილდოს მფლობელებს შორის არიან: რეპერი კენდრიკ ლამარი (მან ხუთ კატეგორიაში გაიმარჯვა), ასევე მომღერლები ბილი აილიში და ლედი გაგა.

38 წლის რეპერი კენდრიკ ლამარი ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი რეპერ-არტისტი გახდა - ამჟამად მას სულ 26 გრემის ჯილდო აქვს მიღებული.

ღონისძიების ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის გამოსვლა გახდა. ბიბერი გრემის დაჯილდოებაზე 4 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა და სცენაზე მაისურის გარეშე, მხოლოდ სპორტული შორტებით ავიდა. მომღერალმა ელექტრო გიტარისა და დასარტყამი ინსტრუმენტების გამოყენებით თავისი სიმღერა "Yukon“ შეასრულა.

"ჯასტინ, ეს "გრემის" დაჯილდოებაა და არა პლაჟი... უბრალოდ, უხერხულია“, - დაწერა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა.

"ნამდვილად სამწუხაროა. ეს კაცი დახმარებას ითხოვს და ვერავინ ამჩნევს“, - დაწერა სხვა მსმენელმა.

"ჯასტინ ბიბერმა ჯერ კიდევ იცის, როგორ მართოს სცენა“, - განაცხადა ერთ-ერთმა, მეორემ კი აღფრთოვანებით აღნიშნა, - "მისი ვოკალი იმდენად ლამაზია - შეპყრობილი ვარ ამ გამარტივებული ვერსიით“.

კარიერის განმავლობაში ბიბერმა "გრემზე" 23-ჯერ იყო მ~ნომინირებული და ორჯერ გამარჯვა.

წყარო

იხილეთ ასევე: