ავტორი:

Dreame ევრაზიის ბაზარზე ფართოვდება და მომხმარებელს პროდუქციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს

Dreame ევრაზიის ბაზარზე ფართოვდება და მომხმარებელს პროდუქციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს

29 იანვარს კომპანიამ - Dreame Technology ყაზახეთში გამართულ მასშტაბურ პრეზენტაციაზე სახლის ერთიანი ჭკვიანი ეკოსისტემა წარადგინა (Whole-Home Smart Ecosystem).

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, ლას-ვეგასში გამართულ CES-ის საერთაშორისო გამოფენაზე, აღნიშნულმა ეკოსისტემამ 50-ზე მეტი დარგობრივი ჯილდო მოიპოვა. პრეზენტაციის მთავარი სიახლე იყო რობოტი მტვერსასრუტი Dreame Cyber X - მსოფლიოში პირველი სერიული მოწყობილობა, რომელსაც სართულებზე დამოუკიდებლად გადაადგილება, ასევე ხუთ სართულამდე სახლის საფუძვლიანად დასუფთავება შეუძლია.

Dreame-ის მიერ წარდგენილი სახლის ერთიანი ჭკვიანი ეკოსისტემა ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის მოწყობილობას, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებსა და საცხოვრებელ გარემოს ერგება. სისტემა ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო ყველა მიმართულებას მოიცავს: დასუფთავება, თავის მოვლა, კლიმატ-კონტროლი, სამზარეულოს ტექნიკა და მულტიმედია ტექნოლოგიები.

დასუფთავების ჭკვიანი სისტემა

ეკოსისტემაში ცენტრალური ადგილი ჭკვიანი დასუფთავების მიმართულებას უჭირავს. ალმათიში Dreame-ის მიერ წარდგენილი რობოტი მტვერსასრუტი - Dreame Cyber X სწორედ აღნიშნული ეკოსისტემის ნაწილია და სპეციალურად მრავალსართულიანი სახლებისთვის არის შექმნილი.

Dreame Cyber X-ის მახასიათებლები: მოდელი აღჭურვილია ჰიბრიდული სავალი სისტემით (Bionic QuadTrackTM), რომელიც „მუხლუხა“ და სავალ მექანიზმს აერთიანებს. გადაადგილების ფუნქციონალის მეშვეობით მტვერსასრუტი დამოუკიდებლად ლახავს წინაღობებს, გადაადგილდება კიბეებზე და ეფექტიანად ასუფთავებს სივრცეებს. რობოტს შეუძლია დამოუკიდებლად ავიდეს და ჩამოვიდეს 25 სმ-მდე სიმაღლის საფეხურებზე 0,2 მ/წმ სიჩქარით და შეუფერხებლად დაასუფთაოს სართულები.

მტვერსასრუტი აღჭურვილია 3D სკანირების სისტემით - Smart 3DAdapt™, რომელიც აანალიზებს საფეხურების ფორმასა და სიმაღლეს, რის საფუძველზეც გადაადგილების უსაფრთხო მარშრუტს ქმნის. დაცვის მრავალდონიანი სისტემა კი უზრუნველყოფს მოწყობილობის მდგრადობას კიბეზე ასვლისა და ჩამოსვლის პროცესში.

სველი და მშრალი წმენდისთვის Dreame-მა წარადგინა H16 Pro Steam - მტვერსასრუტი ორთქლით დამუშავების ფუნქციით (SaunaCleanTM 200°C Steam Wash). გაცხელების ორმაგი სისტემითა და 200°C-მდე ტემპერატურის ორთქლით მოწყობილობა ქიმიური საშუალებების გარეშე აშორებს რთულ ლაქებს და ატარებს ზედაპირის ღრმა ჰიგიენურ წმენდას. მოდელი აღჭურვილია ჯაგრისების მიჭერის რობოტიზებული სისტემით StainVenger™ AI Rigid Arm და მუშაობის რეჟიმს არეგულირებს ავტომატურად, იატაკის ტიპისა და დაბინძურების დონის მიხედვით.

ახალი მტვერსასრუტებიდან კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური მოდელია Z40 TangleCut Flex+, რომელიც იდეალურია ყოველდღიური დასუფთავებისთვის და ეფექტურია სხვადასხვა ტიპის იატაკისთვის.

მოწყობილობა აღჭურვილია დაბინძურების ავტომატური ამოცნობისა და სიმძლავრის რეგულირების სისტემით. მისი ერთ-ერთ უპირატესობაა TangleCut™ Dual Blades ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით მტვერსასრუტი ჯაგრისზე არ იხვევს ცხოველის ბეწვსა და თმას. ამასთან, დრეკადი, მოძრავი მილი ამარტივებს რთულად მისაწვდომი ადგილების დასუფთავებას, HEPA-H14 ფილტრის მქონე მრავალსაფეხურიანი სისტემა კი მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც კი ამჩნევს და ეფექტურად აშორებს მათ.

კიდევ ერთი სიახლე ბრენდისგან - მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სეგმენტში Dreame-მა AI Dual Inverter Washer & Dryer Set L9 წარადგინა - სარეცხი და საშრობი მანქანების კომპლექტი ინვერტორული ძრავებითა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით. სისტემა ავტომატურად არჩევს რეცხვისა და გაშრობის პარამეტრებს ქსოვილის ტიპის მიხედვით, აქვს ხმაურის დაბალი დონე, ამცირებს ენერგიის მოხმარებას.

ჭკვიანი სამზარეულო - ჭურჭლის სარეცხი მანქანა ავტომატური გაშრობის ფუნქციონალით და მაცივარი, რომელიც ყინულსა და გაზიან წყალს ამზადებს

Dreame-ის ეკოსტიტემის ნაწილი ჭკვიანი სამზარეულოა. უფრო დეტალურად, ჩასაშენებელი ტექნიკის სეგმენტში ბრენდმა წარმოადგინა ჭურჭლის სარეცხი მანქანა DZ60 Pro, ინდუქციური ზედაპირი - EZ40, გაზის ზედაპირი - CZ60 და ღუმელი OZ40 Pro.

  • DZ60 Pro აღჭურვილია 360° HydraFlow სისტემით და აქვს კარის ავტომატური გაღების ფუნქცია ჭურჭლის უკეთ გაშრობისთვის. ინარჩუნებს სისუფთავეს რეცხვის ციკლის დასრულებიდან 15 დღემდე. გარდა ამისა, მოწყობილობა ენერგოეფექტურია და მისი მართვა მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი.

  • ღუმელის OZ40 Pro მოდელი მუშაობს 60-დან 250 გრადუსამდე დიაპაზონში და აერთიანებს 8 რეჟიმს. მათ შორის არის: ცხობა, შეწვა და ორთქლზე მომზადება.

მოწყობილობა აღჭურვილია ორთქლით თვითწმენდის ფუნქციით, გათვლილია სხვადასხვა სახეობის კერძის მოსამზადებლად.

  • Dreame-მა ასევე წარადგინა ინოვაციური გამწოვი - HZ40, რომელიც ასევე მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. მოდელის წარმადობა 600 მ³3/სთ-მდეა, აღჭურვილია ფილტრაციის მრავალდონიანი სისტემით და აქვს დაბალი ხმა.
  • Dreame-ის ჭკვიანი სისტემის კიდევ ერთი ინოვაციაა ჩასაშენებელი ინდუქციური ზედაპირი - მოდელი EZ40 აღჭურვილია გაცხელებითა და სენსორული მართვის ფუნქციონალებით, რაც სიმძლავრისა და ტემპერატურის სურვილის მიხედვით რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ბრენდმა ასევე შექმნა გაზის ზედაპირიც - CZ60, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც უპირატესობას მომზადების კლასიკურ მეთოდს ანიჭებს.
  • სამზარეულოს სეგმენტის ერთ-ერთი მთავარი ინოვაციაა მაღალტექნოლოგიური მაცივარი - FizzFresh Cross-Door, რომელიც პროდუქტების შენახვისა და სხვადასხვა სასმლის მომზადების ფუნქციონალებს აერთიანებს. მოდელის მთავარი მახასიათებელი ჩაშენებული სისტემა SparklingBar™-ია, რომელიც რამდენიმე წამში ამზადებს გრილ გაზიან წყალს, თქვენი გემოვნების მიხედვით. მაცივარი აღჭურვილია IceDUO Auto Ice Maker სისტემით, რომელიც ავტომატურად ამზადებს ყინულის კუბებსა და დაქუცმაცებულ ყინულს; Cross-Door კონფიგურაციაში კონტეინერის ტევადობა 3,1 კგ-ს აღწევს.

სხვადასხვა სახის პროდუქტის შესანახად მაცივარს აქვს FreshFlex Multi-mode ზონა, რომელსაც ხილისა და ბოსტნეულის, სასმელების და რბილი გაყინვის რეჟიმები აქვს.

HydroGuard Crisper ზონა კი ინარჩუნებს ტენიანობის 90%-იან დონეს, რის ხარჯზეც პროდუქტებს უნარჩუნებს პირვანდელ გემოვნურ თვისებებსა და ნუტრიენტებს. მოდელი აღჭურვილია AeroFresh Purification ჰაერის გაწმენდის სისტემით, შესაძლებელია მისი მობილური აპლიკაციით მართვა და ინტეგრირებულია Whole-Home Smart Ecosystem-ში.

თავის მოვლა

Dreame-ის ჭკვიანი ეკოსისტემა მოიცავს თავის მოვლისთვის განკუთვნილ მოწყობილობებსაც. კერძოდ, ბრენდმა პრეზენტაციაზე წარადგინა თმის მოვლის ახალი, მრავალფუნქციური მოწყობილობები, რომელიც გამოირჩევა ეფექტურობით და შექმნილია თმის დაზიანებისგან დაცვისა და გამოშრობის საწინააღმდეგო ტექნოლოგიით.

ფენის ძრავის სიჩქარე წუთში 130 000 ბრუნს აღწევს და ქმნის ჰაერის მძლავრ ნაკადს ეფექტურად გაშრობისა და დავარცხნისთვის, თმის გადახურების გარეშე.

თმის ფენსა და „სტაილერში“ ჩაშენებულია ტემპერატურის კონტროლის ჭკვიანი სისტემა - NTC, რომელიც აანალიზებს თმის ტიპს, განსაზღვრავს ვარცხნის პარამეტრებს, აკონტროლებს გაცხელების პროცესს და ავტომატურად არეგულირებს რეჟიმებს, რასაც ღერების დაზიანების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. შესაძლებელია მოწყობილობის აპლიკაციით მართვაც, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი თმის მოვლასთან დაკავშირებით მიიღოთ პერსონალური რეკომენდაციები და ჩართოთ ავტომატური რეჟიმები.

მულტიმედია სისტემა - 86-დუიმიანი ტელევიზორი და მოძრავი კამერა

ერთიანი ჭკვიანი ეკოსისტემა მოიცავს კლიმატ -კონტროლს, მულტიმედია საშუალებებსა და ტანსაცმლის მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიებსაც კი. Dreame-მა წარადგინა Aura Mini LED 4K TV S100, რომელსაც 86-დუიმიანი ეკრანი და გაუმჯობესებული ხმის სისტემა აქვს. მასში ინტეგრირებული ხმოვანი სისტემა იმდენად მძლავრია, რომ არ საჭიროებს გარე აკუსტიკის მიერთებას, ხოლო AI Sound Tuner ტექნოლოგია ავტომატურად აანალიზებს კონტენტს და ხმას ამის შესაბამისად არეგულირებს.

Dreame-ის ახალი მოძრავი კამერა - Dreame Leaptic Cube გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, არის კომპაქტური და იდეალურია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში სამუშაოდ. კამერა აღჭურვილია სხვადასხვა, მათ შორის ავტომატური რეჟიმებით, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი ჩაწერისთვის გამოყენებაც. კამერა იწონის 56 გრამს და შესაძლებელია მისი ტანსაცმელზე ან სხეულზე მიმაგრება და თითქმის შეუმჩნევლად ტარება.

კამერა აღჭურვილია 2,7 დუიმიანი ინტერაქციული ეკრანით, რომელსაც დინამიკური ინტერფეისი აქვს. გადაღების პროცესში შესაძლებელია რეჟიმების მართვა, მათ შორის, კრეატიული კადრების შექმნა.

მოწყობილობა ვიდეოს 8K Ultra HD ფორმატში იწერს (8K 30 fps-მდე), აქვს 4K/60 fps HDR-ს და 4K Super Night View რეჟიმების მხარდაჭერა და ფოტოგადაღება 50 მპ-მდე გარჩევადობით. სისტემა დაფუძნებულია 4-ნმ ტექნოლოგიური პროცესით დამზადებულ AI-ჩიპსა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების ნაკრებზე. მათი მეშვეობით გადაღებისას კამერის ხელოვნური ინტელექტით მართვა და ხმის დამუშავებაა შესაძლებელი. კამერას აქვს ავტომატური ინტერვალური გადაღების ფუნქცია, რაც საშუალებას აძლევს, ვიდეოს ფრაგმენტები თავად შეკრას ერთიან რგოლად, ადამიანის ჩართულობის გარეშე. ავტონომიური მუშაობის დრო ძირითადი კამერისთვის 90 წუთამდეა, ხოლო დოკ-სადგურის მიერთებისას — 220 წუთამდე. მოწყობილობას ასევე აქვს სტრიმინგის სცენარების მხარდაჭერა

ყველა წარმოდგენილი ტექნოლოგია Dreame-ის Whole-Home Smart Ecosystem-ის ნაწილია.

Dreame-ის ტექნიკის შესარჩევად ან სიახლეებისთვის თვალის დევნებისთვის ეწვიეთ ბმულებს:

R