ავტორი:

საიდუმლო პაემანი და მასაჟი წყვილისთვის - კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის ვარსკვლავთან შესახვედრად ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა: მედია პიკანტურ დეტალებზე წერს

საიდუმლო პაემანი და მასაჟი წყვილისთვის - კიმ კარდაშიანი ფორმულა 1-ის ვარსკვლავთან შესახვედრად ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა: მედია პიკანტურ დეტალებზე წერს

ყვითელი პრესა კიმ კარდაშიანისა და ფორმულა 1-ის ვარსკვლავის ფარულ რომანზე წერს. როგორც აღმოჩნდა, რეალითი შოუს გამორჩეული სახე, 45 წლის ამერიკელი სუპერვარსკვლავი დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდა, რათა 41 წლის ლუის ჰამილტონთან ერთად რომანტიკული შაბათ-კვირა გაეტარებინა.

როგორც პრესა წერს, წყვილმა კოტსუოლდსის ცნობილ სასტუმროში რომანტიკულად ივახშმეს და შედეგ და წყვილის მასაჟით დატკბნენ. ინსაიდერების განცხადებით, ისინი სასტუმროს ერთ ოთახს იზიარებდნენ, რომლის ღირებულება ღამეში 1000 ფუნტიდან იწყება.

“კიმი დიდ ბრიტანეთში თავისი 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, რათა ახალ შეყვარებულთან ერთად 24 საათი გაეტარებინ. წყვილის დაცვის სამი წევრი ახლდა თან,“ - წერს The Sun.

კიმი მოგვიანებით ლონდონის მაღაზია Selfridge's-ში შენიშნეს.

კიმი და ლუისი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. 2014 წელს ლონდონში, GQ-ის „წლის მამაკაცების“ დაჯილდოებაზე, ისინი თავიანთ მაშინდელ პარტნიორებთან - კანიე უესტთან და ნიკოლ შერზინგერთან ერთად გადაიღეს.

2015 წელს კანიემ ლუისს აღდგომის დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარება შესთავაზა. მოგვიანებით, როდესაც კანიე გლასტონბერიზე გამოვიდა, ლუისი კიმს და მის ოჯახს VIP სექციაში შეუერთდა.

კანიემ და კიმმა დაშორების შესახებ 2021 წელს განაცხადეს და მომდევნო წელს განქორწინდნენ. კიმი და ლუისი ბოლოს ერთად გასულ თვეში, ქეით ჰადსონის ახალი წლის წვეულების შემდეგ შენიშნეს.

სექტემბერში კიმმა განაცხადა, რომ ახალ ადამიანს არ ეძებდა და ჯიმი ფელონს „The Tonight Show“-ში უთხრა, ურთიერთობის დაწყებას არ აპირებდა. თუმცა, მანამდე Hulu-ს სერიალ „კარდაშიანების“ ერთ-ერთ ეპიზოდში საიდუმლო ახალი შეყვარებულის შესახებ ისაუბრა.

წყარო