ავტორი:

"მე, ინდმეწარმეს, შპს-ს ან კონგლომერატის პატრონს რატომ უნდა მეკრძალებოდეს გამოვხატო ჩემი პოლიტიკური სიმპათია?! ეს არის წარმოუდგენელი სიბეცე“ - ანა ჩიკვაიძე

"მე, ინდმეწარმეს, შპს-ს ან კონგლომერატის პატრონს რატომ უნდა მეკრძალებოდეს გამოვხატო ჩემი პოლიტიკური სიმპათია?! ეს არის წარმოუდგენელი სიბეცე“ - ანა ჩიკვაიძე

"მე, ინდმეწარმეს, შპს-ს ან კონგლომერატის პატრონს რატომ უნდა მეკრძალებოდეს გამოვხატო ჩემი პოლიტიკური სიმპათია?! აბსურდია! არც კი მჯერა, რომ ამ მუხლს დატოვებენ“, - ასე აფასებს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ჩიკვაიძე “ბიზნესპრესნიუსთან” საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მეწარმე სუბიექტები შესაძლოა, პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდნენ.

საუბარია, "ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვითაც, მეწარმე სუბიექტი ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, 20 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ყოველი მომდევნო შემთხვევაზე ფულადი სანქცია – 40 000 ლარია.

ანა ჩიკვაიძის შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერის განხილვაც კი წარმოუდგენელია და ეს მხოლოდ საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.