საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.
პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა - ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაის დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.