რიგმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ერევანში ლგბტ საზოგადოების აღლუმის ჩატარება დაამტკიცა. აღნიშნულს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაღდასარიანი ოფიციალურად გამოეხმაურა.
"გავრცელებულ მასალას უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) ტიპური მახასიათებლები აქვს და ჰიბრიდული გავლენის კამპანიების კომპონენტია. პუბლიკაციის ავტორმა, ოკაი დეპრემმა, ადრე არაერთხელ გაავრცელა ცრუ და მანიპულაციური ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ, რაც დოკუმენტირებულია როგორც სომხური, ასევე საერთაშორისო ექსპერტული წრეების მიერ.
ასეთი პუბლიკაციების მიზანია საზოგადოების პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესუსტება საარჩევნო პროცესის წინა პერიოდში“, - აღნიშნა ბაღდასარიანმა.