ავტორი:

მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი ფაქტორი აღმოაჩინეს - და ეს არც ჯანსაღი კვებაა და არც სპორტულად ცხოვრება

მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი ფაქტორი აღმოაჩინეს - და ეს არც ჯანსაღი კვებაა და არც სპორტულად ცხოვრება
  • ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ხანგრძლივ სიცოცხლეს ხელს უწყობს, თუმცა ის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის.

მეცნიერებმა ხელახლა გადააფასეს გენეტიკის როლი ადამიანთა დღეგრძელობაში. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ გენეტიკა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გაცილებით უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ადრე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ გენეტიკური ფაქტორი სიცოცხლის ხანგრძლივობის მხოლოდ 10-25%-ს განსაზღვრავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გადამწყვეტ როლს ცხოვრების წესი, გარემო და შემთხვევითი ფაქტორები თამაშობდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი შეფასებები არაზუსტი იყო.

პრობლემა ისაა, რომ წარსულში ბევრი ადამიანი ახალგაზრდა ასაკში იღუპებოდა გარე მიზეზების გამო - ინფექციების, ავარიების, უბედური შემთხვევების შედეგად. ასეთი სიკვდილი არ არის დაკავშირებული ორგანიზმის დაბერების სიჩქარესთან და, შესაბამისად ეს მონაცემები გარკვეულწილად "ფარავდა“ გენეტიკის რეალურ გავლენას.

ნიდერლანდელი მეცნიერების ჯგუფმა რამდენიმე ქვეყნის ტყუპების სიცოცხლის ხანგრძლივობის მონაცემები გააანალიზა და გამორიცხა ის შემთხვევები, როდესაც სიკვდილი გარე მიზეზებით იყო გამოწვეული. ამის შედეგად მათ შეძლეს შეეფასებინათ, რამდენად განსაზღვრავს ბიოლოგიური დაბერება სიცოცხლის ხანგრძლივობას.

საბოლოო ჯამში, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ გენეტიკური ფაქტორი დაახლოებით 55%-ით განსაზღვრავს, რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი.

ეს მაჩვენებელი შეესაბამება სხვა რთული ადამიანური მახასიათებლების მემკვიდრეობითობასაც. მაგალითად, ადამიანის სიმაღლე ან ინტელექტის დონეც დაახლოებით 50%-ით არის დამოკიდებული გენეტიკაზე.

"ამ დასკვნებს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდწილად გენეტიკით არის განპირობებული, მაშინ დაბერების სიჩქარეზე ზემოქმედების შესაძლებლობები შეზღუდულია, მათ შორის ცხოვრების წესის ცვლილებითაც", - ნათქვამია პუბლიკაციაში. წყარო