"ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და მოსკოვი აგრძელებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობას", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს თემა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას.
რუსეთი ამჟამად აგრძელებს ძალისხმევას, ინარჩუნებს კონტაქტებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ინარჩუნებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ირანის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციას“, - განაცხადა პესკოვმა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილება თუ არა აშშ-სა და ირანთან ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში ტრანსპორტირების საკითხი.