"2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"როდესაც მსგავსი რამ ხდება, მოულოდნელობის ელემენტი არსებობს. ჩემი აზრით, აქ მთავარია, რომ გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად მიიღო და სწორედ ეს გაკეთდა“, - აღნიშნა მედვედევმა.
"და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა.
ასე ვითარების სწრაფად მოგვარება მოხერხდა და იმის ახსნა, რომ რუსეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება. რუსეთთან ასე არასდროს უნდა მოიქცე“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.