"ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე“ წერს.
"ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას.
დიქტატორს და მის პატრონებს უნდათ ქართველებს დაავიწყონ, რომ სულ ახლახან ისინი იყვნენ წარმატებულები. დარწმუნებული ვარ, თუ დასცალდა, გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც. სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში”, - წერს სააკაშვილი.