ავტორი:

გიორგი ქვილითაია საფრანგეთის ლიგა 1-ში - კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია: რას წერს GeoTeam

გიორგი ქვილითაია საფრანგეთის ლიგა 1-ში - კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია: რას წერს GeoTeam

საფრანგეთის ლიგა 1-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, გიორგი ქვილითაია ფრანგულ "მეცს" შეუერთდა.

ინფორმაციას GeoTeam აქვეყნებს.

"გიორგი ქვილითაიამ მეცში სამედიცინო შემოწმება გაიარა ხელმოწერილია კონტრაქტიც. ფრანგული კლუბი ქვილითაიას ტრანსფერს დღეს გააოფიციალურებენ", - წერს GeoTeam.

არსებული ინფორმაციით, 32 წლის ქართველი ფეხბურთელი "მეცთან" 6-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ერთწლიანი გახანგრძლივების უფლებით. ქვილითაია ბოლოს ლიმასოლის "არისის" ღირსებას იცავდა, რამდენიმე დღის წინ კი კლუბმა და ფეხბურთელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყვიტეს. ქართველმა ფორვარდმა "არისის" რიგებში 49 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, "მეცში" კიდევ ორი ქართველი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი წიტაიშვილი ასპარეზობენ.