ირანში “ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის, "It Was Just an Accident" ერთ-ერთი სცენარისტი და უფლებადამცველი მეჰდი მაჰმუდიანი დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდება წარუდგინე მაჰმუდიანს.
ირანელი უფლებადამცველების მონაცემებით, დაკავებულია განცხადების კიდევ ორი ხელმომწერი- ვიდა რაბბანი და აბდულა მომენი.
ფილმის რეჟისორმა ჯაფარ პანაჰიმ დაგმო მაჰმუდიანის დაკავება და განაცხადა: "მეჰდი მაჰმუდიანი მხოლოდ უფლებადამცველი და სინდისის პატიმარი კი არ არის, ის ასევე არის მსმენელი, მოწმე".
HRANA-ს მონაცემებით, ირანში პირველი თებერვლის მდგომარეობით, საპროტესტო აქციების დროს 6842 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული, კიდევ 11 280 შემთხვევა მოწმდება; 11 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. სხვა წყაროები სხვა ციფრებს ასახელებენ, თუმცა ყველა ანგარიშში საუბარია ათასობით მსხვერპლზე.