გასულ კვირას, პრაღაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე, რათა პეტრ პაველისთვის დაეჭირათ მხარი.
მხარდასაჭერი აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა ახალი ევროსკეპტიკური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტრ მაცინკას წერილებზე. პაველი ამბობს, რომ მაცინკა უქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა, რათა ის ეიძულებინა გარემოს დაცვის მინისტრად ფილიპ ტურეკი დაენიშნა.



ორგანიზატორების შეფასებით, პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაში პრაღაში დაახლოებით 80–90 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
მომიტინგეებმა მთლიანად შეავსეს ძველი ქალაქის მოედანი და ვაცლავის მოედნის ნაწილი.
2025 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი, ევროსკეპტიკოსმა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოწინააღმდეგემ ანდრეი ბაბიშმა ჩაიბარა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტრ მაჩინკამ ჩაიბარა. ის ასევე გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელიც გახდა. პეტრ პაველმა უარი თქვა ფილიპ ტურეკის კანდიდატურის დამტკიცებაზე.
ფილიპ ტურეკი პოლიტიკაში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოვიდა და 2024 წელს ევროპარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. უკვე მაშინ ინტერნეტში გავრცელდა ტურეკის ფოტოები ნაცისტური სიმბოლიკით, ხოლო მისი ზოგიერთი განცხადება კრიტიკოსებმა ადოლფ ჰიტლერის მიმართ კეთილგანწყობის გამოვლენად შეაფასეს.
თავად ტურეკი უარყოფდა ნაციზმისადმი სიმპათიებს და აცხადებდა, რომ კოლექციონერია და კოლექციაში აქვს დანა, რომელსაც SS-ის ჯარისკაცები იყენებდნენ.

ტურეკის წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობს გამოძიება ოჯახური ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებებზე. მისი ყოფილი მეგობარი ქალი აცხადებს, რომ 15–20 წლის წინ ტურეკი რამდენიმე წლის განმავლობაში მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას იყენებდა. ტურეკმა ეს ბრალდებები უარყო.
პეტრ პაველმა უარი თქვა მინისტრად მის დამტკიცებაზე და განაცხადა.


პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტი 27 იანვარს გამწვავდა, რის დროსაც პეტრ მაჩინკამ პრეზიდენტის მრჩევლის მეშვეობით პაველს ის შეტყობინება გადასცა, რომელიც პრეზიდენტმა შანტაჟის მცდელობად შეაფასა.

მაჩინკა არ უარყოფს შეტყობინებების ავთენტურობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს “პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესის ფორმაა და არა მუქარა“. მომხდარზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმაც გააკეთა, მისი თქმით “მინისტრმა თავი არასწორად გამოხატა, თუმცა მისი სიტყვები შანტაჟად არ უნდა ჩაითვალოს“.