ავტორი:

ნორვეგიის პრინცი დააკავეს - რას ედავება 29 წლის მამაკაცს გამოძიება

ნორვეგიის პრინცი დააკავეს - რას ედავება 29 წლის მამაკაცს გამოძიება

რამდენიმე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ნორვეგიის პრინცი, მარიუს ბორგ ჰოიბი, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე ახალი ბრალდებით დააკავეს.

  • ოსლოს პოლიციის განცხადებით, ჰოიბის ამჯერად ბრალად ედება სხეულის დაზიანებას, დანის გამოყენებით მუქარა და შემაკავებელი ორდერის დარღვევა.

29 წლის ჰოიბისთან დაკავშირებით წლებია გამოძიება გრძელდება - ბრალდება გაუპატიურების ოთხ ეპიზოდს, ყოფილი პარტნიორის მიმართ ძალადობასა და თანხმობის გარეშე რამდენიმე ქალის ფარული ვიდეოგადაღებას მოიცავს.

სასამართლო პროცესი სამშაბათს უნდა დაიწყოს და შვიდ კვირას გასტანოს. თავად ჰოიბი ყველაზე მძიმე ბრალდებებს, მათ შორის სექსუალური ძალადობის ბრალდებებსაც უარყოფს.

ჰოიბის დაკავება ნორვეგიის სამეფო ოჯახისათვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოხდა.

შაბათ -კვირას ჰოიბის დედას, გვირგვინოსან პრინცესას, მეტე-მარიტს ჯეფრი ეპშტეინთან მისი ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასულ პარასკევს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მისი სახელი თითქმის 1 000-ჯერ ფიგურირებს.

  • თავად პრინცესამ განაცხადა რომ “ღრმად ნანოს, თუკი ოდესმე რაიმე სახის კონტაქტი ჰქონია ეპშტეინთან და ეს უბრალოდ სამარცხვინოა.“

წყარო