საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მსოფლიო მთავრობათა სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.
"მსოფლიოს მთავრობათა სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები, როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ამ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას სამიტის ფარგლებში. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ეს, რა თქმა უნდა საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად სხვადასხვა სახელმწიფოებთან," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.