ოსკაროსანი რეჟისორი, კრისტოფერ ნოლანი უკვე თვეებია ახალ ფილმზე, "ოდისეაზე" მუშაობს. დაანონსებულია, რომ კინოსურათი ბოლო წლებში გადაღებული ჰოლივუდური ნამუშევრებიდან ყველაზე მასშტაბური და ეპიკური იქნება. ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 17 ივლისს არის დაგეგმილი.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ნოლანს უკვე აკრიტიკებს და თვლიან, რომ თუკი მართალი აღმოჩნდება და ლუპიტა მართლაც ელენას როლში იქნება, ეს ფილმის მომლოდინე ადამიანებს იმედგაცრუებულს დატოვებს.
კრისტოფერ ნოლანი გააკრიტიკა ილონ მასკმაც. მან X-ზე გააზიარა პოსტი, სადაც გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელენას როლს ლუპიტა ასრულებს.

"ოდისეას" ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარია და ის კრისტოფერ ნოლანის ყველაზე ძვირადღირებული ფილმია. გადაღებები მაროკოში, იტალიაში, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს.
კინოკრიტიკოსების შეფასებით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და მშვენიერი ელენას როლში მართლაც ლუპიტა ვიხილეთ, როგორც მსახიობი, ასევე რეჟისორი დიდი გამოწვევის და კრიტიკის წინაშე აღმოჩნდებიან.