"უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ უკრაინის დელეგაციას შეხვდა", - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"უკრაინა რეალური ნაბიჯებისთვის მზად არის. გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. აშშ-სთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტს დასრულებულად მივიჩნევთ და ჩვენ აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ დოკუმენტებზე შემდგომ მუშაობას ველით. ასევე, ველით, რომ დიალოგისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით ამერიკული მხარე კვლავ გადამწყვეტ როლს შეასრულებს. დეესკალაციის ზომები, რომლებიც ხუთშაბათს ღამით ამოქმედდა მოლაპარაკებების პროცესისა და მისი შესაძლო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას ხელს უწყობს. ომი უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ზელენსკი.
გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს.