ავტორი:

რუსეთმა კიევსა და ხარკოვს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა, არიან დაშავებულები

რუსეთმა კიევსა და ხარკოვს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა, არიან დაშავებულები

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დარნიცკის რაიონში ხანძარი არასაცხოვრებელ შენობას მოედო. დნეპროვსკში ხანძარი საბავშვო ბაღში გაჩნდა“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

  • რუსებმა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს ხარკოვსაც, რის შედეგადაც ქალაქში ორი ადამიანი დაშავდა.

„ხარკოვში მტრის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 27 წლის და 58 წლის მამაკაცებს ამჟამად სამედიცინო დახმარება უტარდებათ,“ - განაცხადა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა.

მისივე ინფორმაციით, ქალაქ დერგაჩში კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა.