არალიბერალური პოლიტიკა, ნულოვანი გამჭვირვალობა, სასამართლო რეფორმის ჩავარდნა, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, "გავრილოვის ღამე“, მასობრივი დაშინება, ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები და ევროკავშირის გაწევრიანების პროცესიდან უკან დახევა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც საუბარს მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი ჰელსინკის კომისიის წინაშე აპირებს.
"ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თორნტონი ამბობს, რომ ერთ-ერთ საკითხი, რომელზეც ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ ბრიფინგზე თავის მოხსენებაში ხაზს გაუსვამს, არის საქართველოს დაახლოება რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან. "პანელზე გაზიარებული იქნება თუ როგორ იღიმიან "ქართლი ოცნების“ ლიდერები "ჰამასთან“ გადაღებულ ფოტოებში“,- ამბობს თორნტონი.
ის ასევე ლაპარაკობს, საქართველოს პოზიციებზე რეგიონში - რამდენადაც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტისას ის საქართველოს არ ეწვევა. რას ამბობს ის ფაქტი, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მარშრუტში საქართველო არ შედის და სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ქართულ ოპოზიციაში ამბობენ, ის ჩვენს ქვეყანას მხოლოდ "თავზე გადაუფრენს“.
"საქართველოს ხელისუფლება იზოლირებული და პოლიტიკურად არარელევანტურია. უცნაური იქნებოდა, რომ "ქართულ ოცნებას“ ეს გაჰკვირვებოდა, ვინაიდან მათ არაფერი გაუკეთებიათ გარდა აშშ-ისა და ტრადიციული მოკავშირეების შეურაცხყოფისა, დასავლეთის მთავარ მოწინააღმდეგეებთან დაახლოების პარალელურად. რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს, დაგვადანაშაულა "მეორე ფრონტში“ ჩათრევის მცდელობაში და ხელჩაკიდებულია ადამიანებთან, ვინც სკანდირებს "სიკვდილი ამერიკას!“
ნათლად მინდა განვაცხადო, რომ "ქართული ოცნების“ იზოლაციის პარალელურად, ქართველ ხალხს არ ვივიწყებთ და ბევრი ჩვენგანი აგრძელებს ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის", - ამბობს თორტონი. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად