ავტორი:

რა არის ცნობილი კრიმინალურ ავტორიტეტ “რევაზ ჯვარსკიზე“, რომლის დედა და ძმაც დააკავეს?

რა არის ცნობილი კრიმინალურ ავტორიტეტ “რევაზ ჯვარსკიზე“, რომლის დედა და ძმაც დააკავეს?

შსს-მ ბოლო 24 საათში “ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულების გარდა ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს, მათ შორის 3 "კანონიერ ქურდს“.

დაკავებულებს ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს წევრობა“, "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და "კანონიერი ქურდობა“ .

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები“ - სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად "სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად "პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ე.წ. "კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად "ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების - დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. "ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა,“ - ავრცელებს შსს.

  • ვინ არის რევაზ უბილავა, მეტსახელად “ჯვარსკი“

Primecrime-ის ინფორმაციით დაკავებული რევაზ უბილავა საქართველოში, კერძოდ წალენჯიხაში 1993 წლის 10 აპრილს დაიბადა. თუმცა ბოლო წლბში ცხოვრობდა მოსკოვში, თურქეთსა და გერმანიაში.

როგორც მის ბიოგრაფიაში იკითხება, რევაზ უბილავა “კანონიერ ქურდად“ აკურთხეს 2014 წელს, მაშინ 21 წლის იყო. მას მხარი დაუჭირა 18-მა კრიმინალურმა ავტორიტეტმა.

2018 წელს კი “კანონიერმა ქურდმა“ კობა ახვლედიანმა, იგივე “კობა სოხუმსკიმ“ წოდება ჩამოართვა.

მას სასჯელი სულ მცირე ათჯერ, სხვადასხვა მუხლით აქვს მოხდილი.

იხილეთ ასევე: