ავტორი:

ბილ და ჰილარი კლინტონები ეპშტეინთან მათი კავშირის შესახებ ჩვენების მიცემას დათანხმდნენ - რა ხდება ცნობილი?

ბილ და ჰილარი კლინტონები ეპშტეინთან მათი კავშირის შესახებ ჩვენების მიცემას დათანხმდნენ - რა ხდება ცნობილი?

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, გარდაცვლილი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენების მიცემას დათანხმდნენ.

  • აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, ეპშტეინის საქმეზე გამოქვეყნებულ მილიონობით დოკუმენტში კლინტონი არაერთხელ არის ნახსენები, თუმცა არცერთ მსხვერპლს მის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ. თავად კლინტონები აცხადებენ, რომ არაფერი იცოდნენ ეპშტეინის დანაშაულების შესახებ.

თავდაპირველად წყვილი წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენაზე გამოცხადებას არ გეგმავდა. ამის გამო რესპუბლიკელების მიერ მართული წარმომადგენელთა პალატა აპირებდა კენჭისყრის ჩატარებას კლინტონებისთვის ბრალდების წაყენების საკითხზე. აშშ-ის კონგრესს აქვს უფლებამოსილება დააკავოს ისინი, ვინც უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე ან დოკუმენტების წარდგენაზე.

კონგრესს ასევე შეუძლია მოითხოვოს იუსტიციის დეპარტამენტისგან, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც უპატივცემულოდ მოეპყრობიან კანონმდებლების მიერ გაცემულ სასამართლო გადაწყვეტილებას.

კონგრესის შეურაცხყოფა არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ისჯება 100 000 დოლარამდე ჯარიმით და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

  • ბილ კლინტონმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ 2 000-იანი წლების დასაწყისში ეპშტეინის თვითმფრინავით რამდენჯერმე იმგზავრა. მან სინანული გამოთქვა ამ ურთიერთობის გამო და განაცხადა, რომ ეპშტეინის კრიმინალური საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა.

გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი ეპშტეინის ვილაში აუზშია; მეორეზე კი - ის აბაზანაში წევს.

ბილ კლინტონ აღიარებს რომ ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით ოთხჯერ იფრინა 2002 და 2003 წლებში და ფინანსისტს ნიუ-იორკში 2002 წელს შეხვდა. ამ პერიოდში ის ასევე ეწვია მილიონერის ნიუ-იორკულ ბინას.

ამერიკული მედიის ცნობით, კლინტონი ეპშტეინის თვითმფრინავით გაცილებით ხშირად დაფრინავდა: 20-ზე მეტჯერ და ზოგჯერ ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით მისი დაცვისთვის საჭირო საიდუმლო სამსახურის ესკორტის გარეშე.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვანის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეპშტეინის საქმის სისხლის სამართლის გამოძიებებთან დაკავშირებული ფაილების გამოქვეყნება, კონგრესის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად დაიწყო.

იხილეთ ასევე: