პარიზში, ილონ მასკის სოციალური მედიაპლატფორმის, X-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა.
პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა დაკავშირებულია 2025 წლის იანვარში დაწყებულ გამოძიებასთან, რომელიც X-ის ალგორითმისა და მის მიერ რეკომენდებული კონტენტის შესახებ საჩივრების შემდეგ დაიწყო.
საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკის ოპერაცია საფრანგეთის კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფის ნაწილი იყო.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება 2025 წლის ივლისში გაფართოვდა პლატფორმაზე სექსუალური ხასიათის კონტენტის, ყალბი ინფორმაციის და ჰოლოკოსტის უარყოფის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ.