ავტორი:

ჰოლივუდის ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე - ყველასთვის საყვარელი მსახიობის ცნობა შეუძლებელია (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე - ყველასთვის საყვარელი მსახიობის ცნობა შეუძლებელია (ფოტოები)

ჯონი დეპი "საშობაო სიმღერის“ ახალი ადაპტაციის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა - მსახიობი ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების უახლეს კინოვერსიაში ებენეზერ სკრუჯის როლს შეასრულებს. ფილმის პრემიერა 2026 წლის 13 ნოემბერს შედგება.

  • დეპთან ერთად გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა ანდრეა რაისბოროც, რომელიც ფილმში შობის აჩრდილის როლს ასრულებს.

დეპთან და რაიზბოროუსთან ერთად, კლასიკური ზღაპრის უახლეს ადაპტაციაში მონაწილეობენ ტრამელ ტილმანი, იან მაკკელენი, რუპერტ გრინტი, დეიზი რიდლი და სემ კლაფლინი.

ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარ როლზე რობერტ ეგერსი და უილემ დეფო განიხილებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, როლი ჯონი დეპს ერგო. მისი გარდასახვა როლისთვის კი თვალშისაცემია.

წყარო