ესპანეთი 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიაზე წვდომას აუკრძალავს და პლატფორმებს ასაკის დადასტურების სისტემების დანერგვას მოსთხოვენ.
გადაწყვეტილების შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ჩვენი შვილები ისეთ სივრცეში აღმოჩნდნენ, სადაც ისინი არასდროს უნდა ყოფილიყვნენ მარტო. დამოკიდებულების, ძალადობის, პორნოგრაფიის, მანიპულაციისა და სისასტიკის სივრცეში. ამას აღარ მოვითმენთ; ჩვენ დავიცავთ მათ ციფრული “ველური დასავლეთისგან“ - განაცხადა პედრო სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა მომავალ კვირას წარადგენს ახალ კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის ხელმძღვანელებს უკანონო და სიძულვილის შემცველი კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
ცნობისთვის, დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა.