ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ამავე ცნობით, ბარამიძე 2022 წლის თებერვალში ჩავიდა უკრაინაში, “ქართულ ლეგიონში” გაწევრიანდა და 2022 წლის აპრილამდე მონაწილეობას იღებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში.