"ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნიან და ინვესტიციებს დებენ, განა არ აქვთ იმის უფლება, რომ აზრი გამოთქვან და ხელისუფლებას მისცენ დაკვეთა, თუ როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და როგორი ქვეყანა უნდა ჰქონდეთ მათ შვილებს“ - ასე ეხმაურება "ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ მეწარმეების პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეზღუდვებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტს ეკრძალება ისეთი პოლიტიკური აქტივობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. აღსანიშნავია, ისიც რომ პარლამენტმა შესაძლოა იმაზე მკაცრი კანონი მიიღოს, ვიდრე პირველი მოსმენით არის ინიცირებული. კერძოდ, თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკით დაკავდება, ის შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით მხოლოდ პირველ ჯერზე დაჯარიმდეს, ხოლო მეორე და ყველა შემდგომ ჯერზე მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა დადგეს.
"ყველაფერი რაც ვიხილეთ არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც აქამდე იყო და ცხადია, შემთხვევით არ კეთდება. აქვთ კონკრეტული მიზანი, რომ რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სიტყვა ჟღერდეს და ნაკლები დისკომფორტი შეექმნას ხელისუფალს. გვახსოვს რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი შეხვედრები გამართა ბიზნესთან, დაისვა საკითხი ბიზნესისა და ხელისუფლების სიახლოვესთან დაკავშირებით და ითქვა, რომ ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ერთმანეთთან ოქროს შუალედი უნდა ჰქონოდათ. მაშინ ივანიშვილმა გასცა დაპირება, რომ თუ სახელმწიფო ძალიან ახლოს მივა ბიზნესთან, მაგ დროს განგაში უნდა ატეხოთო - მაშინ ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთი შეზღუდვები დაწესდებოდა და ასეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდით...განაგრძეთ კითხვა